თეგებით ძიება

სუფრასთან უჩხუბიათ, მერე გარეთ გაუგრძელებიათ - რას ამბობენ ადგილობრივები კახეთში მომხდარ სისხლიან გარჩევაზე?

კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სუფრასთან დაიწყო.

"სუფრასთან უჩხუბიათ, მერე გარეთ გაუგრძელებიათ. როგორც ვიცი, წარსულში ერთმანეთთან პატარ-პატარა კინკლაობა ჰქონდათ. დანით არის დაჭრილი, მე რომ გამოვედი სკამზე იჯდა და ცუდად იყო. მაშინვე სასწრაფო გამოვიძახეთ, სკოლის ტერიტორიიდან აქამდე უვლია დაჭრილს“, - ამბობს კაბალში მცხოვრები პირი.

მამაკაცს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული და მკურნალობას ლაგოდეხის "არქიმედეს" კლინიკაში განაგრძობს.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ცნობისთვის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში ურთიერთშელაპარაკების დროს, თანასოფლელმა 28 წლის ელნურ ქასიმოვს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა