თეგებით ძიება

ბათუმსა და ნოვოროსიისკს შორის საზღვაო გადაზიდვები აპრილში დაიწყო - მედია

სომხური მედიის ინფორმაციით, ბათუმსა და ნოვოროსიისკს შორის საზღვაო გადაზიდვები აპრილში დაიწყო.

კერძოდ, Armenpress-ის ინფორმაციით, C&M INTERNATIONAL-მა, ტვირთების გადაზიდვა საზღვაო გზით ნოვოროსიისკი-ბათუმის, ბათუმი-ნოვოროსიისკის მიმართულებით აპრილიდან დაიწყო. ტვირთის გადაზიდვა სომხეთის მთავრობის სუბსიდიით ხორციელდება. 

C&M INTERNATIONAL-ის დირექტორმა დავით ილოიანმა განაცხადა, რომ ამ მიმართულებით უკვე ტვირთის გადაზიდვა ორჯერ განხორციელდა.

"დღეს ჩვენს გემს შეუძლია 350 კონტეინერის გადატანა. 18 აპრილს ჩვენ წარმატებით დავასრულეთ პირველი გადაზიდვა. ვგეგმავთ ყოველკვირეულად ერთ რეგულარულ რეისს ნოვოროსიისკსა და ბათუმს შორის და უკან. მოთხოვნის პარალელურად, საჭიროებისამებრ, 2-3-ჯერ შევძლებთ ტრაფიკის გაზრდას,"- ამბობს ილოიანი. 

"ჩვენ მხოლოდ ერთი გზა გვქონდა - ზემო ლარსი, დღეს გვაქვს მეორე გზაც," - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

მისი თქმით, თუ ტვირთის გადაზიდვის ნაწილი საზღვაო გზით განხორციელდება, მაშინ ზემო ლარსზე მანქანების ნაკადიც შემცირდება, "შედეგად, ტურისტებს გაუადვილდებათ გადაადგილება".

შეგახსენებთ, რომ 20 მისიდან საქარრთველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისებიც აღდგა.

რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი ოკუპირებული აქვს. რუსეთის საოკუპაციო ჯარი დღემდე იმყოფება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.

წყარო: formulanews.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა