თეგებით ძიება

განზრახ შეუწყვეს ხელი რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციის მოხდენას საქართველოში - გია ვოლსკი „ნაციონალურ მოძრაობაზე“

„ნაცმოძრაობის" ინიციატივა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ რუსეთს აქ უპირატესობა ჰქონოდა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს.

ვოლსკის თქმით, მათ თავის დროზე "ამერიკის და ევროკავშირის მიერ შედგენილო საგზაო რუქა განზრახ გადახიეს, განზრახ მოახდინეს მისი ანულირება და განზრახ შეუწყვეს ხელი რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციის მოხდენას საქართველოში".

"ერთხელ ვთქვით და ვფიქრობ, საკმარისად მკაფიოდ გამოვხატეთ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია "ნაცმოძრაობის" ინიციატივები, განსაკუთრებით იმ საკითხებზე, რაც არის სტრატეგიული მიმართულება. ვფიქრობ, ამ თემაზე გაგრძელდება მსჯელობა, რომ ნაცმოძრაობაა სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ჩააბარა ქვეყნის 20 პროცენტი და შექმნა ის ვითარება, როცა რუსეთს სამხედრო სტრატეგიული უპირატესობა აქვს საქართველოს ტერიტორიაზე, რადგან ოკუპაციას ახდენს 20 პროცენტის და სტრატეგიული ობიექტები ხელში აქვს აღებული, რომელიც "ნაცმოძრაობამ" ჩააბარა.

ამიტომ ნებისმიერი მათი ინიციატივა სიყალბედ უნდა იქნეს განხილული. საქართველოში არ უნდა იქნას დაშვებული არანაირი სანქცირებული კომპანია, მათი აქტივობები და ის ადამიანები, ვინც დაარღვია ოკუპაციის შესახებ კანონი. თუ ამას რაიმეს დამატება, უკეთ ჩამოყალიბება სჭირდება, რასაკვირველია ვიმსჯელებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს, მაგრამ ინიციატივა, რომელიც მოდის "ნაცმოძრაობიდან," რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ რუსეთს აქ უპირატესობა ჰქონოდა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს დაშვებული, ეს იქნება წამგებიანი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის მიუღებელი. ეს არის პროვოკაციების მაორგანიზებელი ძალა, ძალა, რომელიც ჩამოყალიბდა რევოლუციურ კომიტეტად და რომლის ერთადერთი მიზანია დესტაბილიზაცია, რომ საქართველო კვლავ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს", - განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, "ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს პარლამენტმა დაიწყოს ერთი წლის წინ ინიციირებული პროექტის განხილვა რომლითაც პირებს, რომლებიც ევროკავშირის ან ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ იქნა სანქცირებული საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და ოკუპაციის გამო და რომლებიც რაიმე ფორმით მონაწილეობდნენ, ან დღემდე მონაწილეობენ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციაში და სამხედრო აგრესიაში, ეკრძალებათ საქართველოში შემოსვლა და ეკონომიკური აქტივობების განხორციელება. კერძოდ საუბარია, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" და "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში ცვლილებებზე, რომლის ინიციატორები არიან: ლევან ბეჟაშვილი, ხატია დეკანოიძე, ანა წითლიძე, აკაკი მინაშვილი.

ცვლილებების მიხედვით, სავიზო ვალდებულებისგან აღარ თავისუფლდებიან იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ დარღვეული აქვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ვერ ისარგებლებენ 1 წლიანი საგამონაკლისო ვადით. ამ ქვეყნის მოქალაქეებს უფლება ექნებათ საქართველოში შემოვიდნენ და იმყოფებოდნენ 90 დღის ვადით ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში. ეს შეზღუდვა არ შეეხება იმ პირებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდათ, აქვთ ან შეუწყდათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა