თეგებით ძიება

"სანამ ცოცხალი ხარ, ყველაფერი შეიძლება უკეთესი გახდეს" - რას ამბობს გია მურღულია?

ფილოლოგი, გია მურღულია აცხადებს, რომ ადამიანებმა ყოველთვის გაძლიერებაზე უნდა იფიქრონ.

"ამ წუთას დაივიწყე, რა არ გაქვს. 

იფიქრე იმაზე, რაც ღმერთმა გაჩუქა, ან თავად სამართლიანად მოიპოვე. 

არ არსებობს წამი, როდესაც ვინმე ან რამე ძალიან ძვირფასი და მძიმედ დასაკარგი არ გივსებდეს ცხოვრებას. 

ითამაშე იმ კოზირებით, რაც გაქვს და ხანდაზმულიც რომ იყო, იზრუნე თანდათანობით გაძლიერებაზე - სანამ ცოცხალი ხარ, ყველაფერი შეიძლება უკეთესი გახდეს.

თუ მიზანი გაქვს, ყოველი ახალი დღე ახალგაზრდობაა.

უკვე გათენდა?  - გადმოატრიალე ქვიშის საათი, რომ სიხარულმა დარდს აჯობოს.

ღმერთი იმას უღიმის, ვისაც ეჭვი არ ეპარება, რომ ცოცხალია და ამით სიკეთეს აცოცხლებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა