თეგებით ძიება

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულები გენოციდად აღიარა

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები გენოციდად აღიარა. ინფორმაცია NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელმა, იგორ ჩერნევმა გაავრცელა.

მისი თქმით, ლუქსემბურგში გამართულ ასამბლეის სესიაზე დაამტკიცეს დეკლარაცია, რომელიც ასახავს NATO-ს ქვეყნების პარლამენტარების ერთსულოვან მხარდაჭერას საერთაშორისო ტრიბუნალის მიმართ, რათა დახმარება გაუწიოს უკრაინას გამარჯვებამდე და გამარჯვების შემდეგ.

"ლუქსემბურგში ასამბლეის ამ სესიაზე, ჩვენ მოვახერხეთ ძალიან ძლიერი დეკლარაციის იღება, რომელსაც დიდი პოლიტიკური შედეგი ექნება," - ამბობს ჩერნევი. 

გარდა ამისა, ასამბლეამ NATO-ს წევრი ქვეყნების ხელისუფლებებს მოუწოდა, რომ მხარი დაუჭირონ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხს ვილნიუსის შემდეგ სამიტზე. 

შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა