თეგებით ძიება

"ბელგოროდის ოლქის "ოპერაციაში" მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები იღებენ მონაწილეობას" - რა ინფორმაცია ვრცელდება?

უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს სპიკერი, ანდრეი იუსოვი აღნიშნავს, რომ ოპერაციაში, რომელიც ბელგოროდის ოლქში, ანუ რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები იღებენ მონაწილეობას.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსლში ლაშა ბერულავა ავრცელებს.

"ლეგიონი "Свобода россии" და "РДК" ("რუსეთის მოხალისეთა კორპუსი")  ბელგოროდის ტერიტორიაზე ატარებენ ოპერაციას უსაფრთხოების ზოლის შექმნის მიზნით, უკრაინის მოაქალაქეების დასაცავად", - აცხადებს უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს სპიკერი ანდრეი იუსოვი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოპერაციაში, რომელიც ბელგოროდის ოლქში, ანუ რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები იღებენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა გასული წლის თებერვალში უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული საოკუპაციო ჯარები დღემდე იმყოფებიან უკრაინის ტერიტორიაზე და მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა