თეგებით ძიება

"უკრაინელი დივერსანტების" ბელგოროდში შესვლის შესახებ პუტინიც ინფორმირებულია - კრემლი

ოფიციალური კრემლის ინფორმაციით,"უკრაინელი დივერსანტების" მიერ ბელგოროდის რეგიონის საზღვრის კვეთის შესახებ პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი საქმის კურსში ჩააყენეს.

"თავდაცვის სამინისტრომ, ФСБ-მ და სასაზღვრო სამსახურმა რუსეთის პრეზიდენტს, უზენაეს მთავარსარდალს, ვლადიმერ პუტინს მიაწოდეს ინფორმაცია უკრაინელი დივერსანტების მცდელობის შესახებ, რომ ბელგოროდის რეგიონში შეეღწიათ. მიმდინარეობს მუშაობა მათი რუსეთის ტერიტორიიდან განდევნასა და განადგურებაზე. ადგილზე საკმარისი ძალა და საშუალებაა მობილიზებული," - ამბობს პესკოვი. 

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე უკრაინის მხარდამჭერი შეიარაღებული ჯგუფების შესვლის შესახებ. უკრაინული მხარის თქმით, შეიარაღებული ჯგუფის ყველა წევრი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა