თეგებით ძიება

შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს 90 პროცენტი არის დაკომპლექტებული პირდაპირი არჩევის გზით - ლევან ხაბეიშვილი

მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ძლიერი, მინდა, საზოგადოებას ვაუწყო, რომ 63 მუნიციპალიტეტში გამოცხადებული არჩევნები დასრულდა, 62-ში დარეგისტრირდნენ კანდიდატები და ხუთ მუნიციპალიტეტში იყო კონკურენცია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„წალენჯიხაში ფიზიკურად არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ადგილზე მისვლით 2 127-მა ადამიანმა, მარნეული – 1 051, წყალტუბო 737, ქუთაისი – 692, ახალქალაქი 350 -მა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა. ეს ნიშნავს, რომ უპრეცედენტოდ დიდი კონკურენცია იყო. მნიშვნელოვანია, რომ შიდა დემოკრატია მნიშვნელოვანია ჩვენივე ამომრჩევლებისთვის.

დარჩენილ 57 მუნიციპალიტეტში, სადაც დელეგატების მიერ ელექტრონულად მოხდა თავმჯდომარეების არჩევა, საბოლოო ჯამში, შეადგინა 30 ათასამდე ჩვენმა მხარდამჭერმა. შემიძლია, უკვე თამამად ვთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს 90 პროცენტი არის დაკომპლექტებული პირდაპირი არჩევის გზით და ეს არჩევანი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველმა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა