თეგებით ძიება

ადამიანის წინაპრების 300 000 წლის წინანდელი ნაფეხურები აღმოაჩინეს - არქეოლოგები გაოგნებული არიან

არქეოლოგებმა გერმანიაში ადამიანის ნაფეხურების უძველესი ნიმუშები აღმოაჩინეს.

ნაკვალევი იმდენად ძველია, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ჩვენს დღევანდელ სახეობას ეკუთვნოდეს.

ნაფეხურები 300 000 წლის წინანდელია და ეკუთვნის არა ჰომო საპიენსს, არამედ ამჟამად გადაშენებულ „ჰაიდელბერგელ ხალხს“ (Homo heidelbergensis).

აღმოჩენა მკვლევრებს საოცარ ცნობებს აწვდის ადრეულ ადამიანთა ცხოვრების შესახებ; ნაფეხურები ჩრდილო-დასავლეთ გერმანიაში, ქვემო საქსონიაში, შონინგენის პალეოლითურ არქეოლოგიურ ძეგლზე, ცხოველთა ნაკვალევის გვერდით აღმოაჩინეს.

ცნობილია, რომ ჰაიდელბერგელი ადამიანები (Homo heidelbergensis) მოხერხებული მონადირეები იყვნენ და ნეანდერტალელებზე უფრო ადრე ცხოვრობდნენ. უფრო მეტიც, მიჩნეულია, რომ ისინი ჩვენი და ნეანდერტალელების ბოლო საერთო წინაპრები იყვნენ.

„პირველად ისტორიაში, შონინგენის ძეგლებზე აღმოჩენილ ნაფეხურებს დეტალური ანალიზები ჩავუტარეთ. დანალექების, არქეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ და პალეობოტანიკურ ანალიზებთან ერთად, ეს ნაკვალევი ცნობებს გვაწვდის ამ პალეოგარემოსა და ერთ დროს მასში ბინადარი ძუძუმწოვრების შესახებ“, — ამბობს გერმანიის ქალაქ ტუბინგენის უნივერსიტეტის არქეოლოგი ფლავიო ალტამურა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა