თეგებით ძიება

რუსულმა სამთავრობო არხმა საქართველოს ქალაქებს შორის სოხუმიც აჩვენა, ეს გააზრებული პროვოკაციაა - მამუკა არეშიძე

"რუსულმა სამთავრობო არხმა საქართველოს ქალაქებს შორის სოხუმიც აჩვენა, ეს გააზრებული პროვოკაციაა - ქართველებს ცრუ მოლოდინი გაუჩინეს, აფხაზები კი გააღიზიანეს", - ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ავიამიმოსვლის აღდგენამ ქართველ საზოგადოებაში სხვადასხვა სახის განწყობა გამოაჩინა. მე ერთის მეშინია - ქართველი ხალხის ნაწილს იმედი მიეცა, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში ხელს არ შეუშლის. ეს არის ცრუ მოლოდინი, ეს არ მოხდება, გამორიცხულია! რუსეთი უკან მხოლოდ მაშინ დაიხევს, როდესაც დამარცხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, თუ რა რეაქციები გამოიწვია პუტინის გადაწყვეტილებამ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით აფხაზეთში. ისინი არიან უაღრესად გაღიზიანებულები და შეშინებულები. იცით, ყველაზე მეტად აფხაზები რამ გადარია? როდესაც რუსული სამთავრობო არხი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით სიუჟეტს გადმოსცემდა და საქართველოს ქალაქებს შორის სოხუმიც აჩვენეს. ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული და წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია - ქართველებს ცრუ მოლოდინები გაუჩინეს, აფხაზები კი გააღიზიანეს. ქართული პოლიტიკური სპექტრი, ხელისუფლება იქნება ის თუ ოპოზიცია, საკითხს უნდა მიუდგეს ისე, როგორც რუსეთის მიერ დაგეგმილ პოლიტიკურ პროვოკაციას“, - აცხადებს არეშიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა