თეგებით ძიება

„ხელის აუკანკალებლად მივუსჯიდი სამუდამო პატიმრობას“ - ვისზე წერს ზურაბ გურული?

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული „მთავარი არხის“ ეთერში გუშინ გასულ გადაცემას ეხმაურება, რომელიც ქართველ მოსამართლეებს ეძღვნებოდა.

„ვუყურებდი წუხელ ბექა ყორშიას გემოვნებიანი სარკაზმით გაკეთებულ ეპიზოდს ქართულ უზენაეს სამართალზე და მეტირებოდა …

ათეულობით ახალგაზრდა ქართველი იურისტი გვყავს, მარტო ამერიკის საუკეთესო იურიდიული სკოლების კურსდამთავრებულნი, ბრწყინვალე პიროვნებები და ამ დროს ჩვენი უზენაესი სასამართლო მჟავანაძის ეპოქის საქართველოს გაქსუებული “შოშიებისგან” შედგება.

ხელის აუკანკალებლად მივუსჯიდი სამუდამო პატიმრობას იმ პასუხისმგებელ პირებს წინა მთავრობაშიც და ამჟამინდელშიც, ვინც ამ ინფუზორიებს 5 წუთი მაინც გაესაუბრა და მერე მოსამართლეებად დანიშნა.

მერე იმაზე ვფიქრობდი, რატომ ვაგებთ საინფორმაციო ომს ფსბ-ს ქართული ფილიალის პროპაგანდისტულ დეპარტამენტთან, რომელთა ჯამური ინტელექტი ქალამანა-ფოსტალას ინტელექტს არ აღემატება და მათთან დისკუსიაში ჩაბმას ვცდილობთ.

რატომ დაკარგა ქართულმა პოლიტიკამ ახალგაზრდების სპექტრი პრაქტიკულად მთლიანად?

იმიტომ რომ ახალგაზრდები რადიკალურად მოაზროვნე ხალხია. ისინი მკვეთრად რეაგირებენ სიყალბეზე და არა აქვთ კონფორმიზმი ძვალ-რბილში გამჯდარი; შესაბამისად, არაფრით არ “შეიზელენ” თავიანთ რიგებში უკვე გაშიფრულ და ღირსება-ნახმარ ტიპებს.

ხომ დავრწმუნდით უკვე, რომ არ ამართლებს ყველას და ყველაფრის გაერთიანების ბრიყვული ტაქტიკა. საზოგადოების ყველაზე ქმედითი სპექტრი დავკარგეთ ამის გამო.

ამერიკულ სასამართლოში მოწმეებად არასოდეს მოჰყავთ ის ადამიანები, რომლებსაც წარსულში ერთი სერიოზული ტყუილი მაინც უთქვამთ და ჩვენ ვის ვექაჩებით უკან ქართულ პოლიტიკაში?

კი ბატონო, არჩიონ თომას მანის და შტეფან ცვაიგის მიმოწერები თუ პრეისტორიულ ხევსურთა გასტრონომიული პრეფერენციები; ისაუბრონ “უქარქაშო ხმლებზე” და ბზის ყაისნაღით ჩავარდნილი თვალის ამოღების ტექნიკაზე, მაგრამ რა უნდა ამ ხალხს მომავალი საქართველოს პოლიტიკასთან?

ოპოზიციური მედიის ლიდერებო, რატომ დებთ ფსონს ამ კატეგორიის გახრწნილ კონფორმისტებზე? რაში სჭირდება მათი პოლიტიკური მორალი ახალგაზრდობას? რატომ უადვილებთ საქმეს ფსბ-ს?

ან ის ფულიანი ხალხი რამ გამოაქლიავა, იგივე კატეგორიაზე რომ აკეთებს აქცენტს და უაზროდ ხარჯავს ფინანსებს პოლიტ-გვამების რეანიმაციაში? ბიზნესმენები ხართ თქვენ?

თქვენი კომერციული ალღო არ გაიშვას.

ჩვენი ბრალია რომ ასეთ გროტესკულ საცოდაობად ვაქციეთ საქართველო“, - წერს ზურაბ გურული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა