„ამიხსენით! რა მათემატიკა და რა უნამუსობაა ეს!!!“ - ვის მიმართავს თეა გოდოლაძე?
სეისმოლოგი, თეა გოდოლაძე სასურსათო მაღაზიებში არსებულ მაღალ ფასებს აპროტესტებს და სოციალურ ქსელში ამასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
„სასურსათო მაღაზიის ქსელებო! თქვენ შემოგევლეთ მე! ვთქვათ, დაგიჯერეთ და იმპორტირებულ პროდუქციაზე თქვენეული ცხოველურ ფასნამატზე დაგეთანხმეთ. ადრე ვიღაცამ დათვალა. ჩავთვალე, რომ ეკონიმიკაში და იყიდე გაყიდეში ჩემისთანა დილეტანტის დასაბოლებელი ტერმინების ბრახუნი იყო. დამეზარა და არ ჩავყევი საფლავში. მათემატიკა და სტატისტიკა მესმის და მერწმუნეთ არც უნარები მაქვს ცუდი, რამენაირად მივხვდები.
ახლა, ჩემო კარგებო ამიხსენით! რა მათემატიკა და რა უნამუსობაა!!! ვაგზალზე ერთი კგ. ქართული ნუშის ფასი 30 ლარი და მაღაზიებში 60 ლარი! თავისუფალი ბაზარი ხალხის ყვლეფას თუ არეგულირებს?!“ - წერს თეა გოდოლაძე.