„რუსებს სასწრაფო წესით გააქვთ ტაქტიკური ბირთვული შეიარაღება ბელგოროდის ოლქიდან“ - ზურაბ ბატიაშვილი
ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსი სამხედროები ბელგოროდის ოლქს ტოვებენ.
„უკრაინიდან განხორციელებული შეტევის შემდეგ რუსებს სასწრაფო წესით გააქვთ ტაქტიკური ბირთვული შეიარაღება ბელგოროდის ოლქიდან.
ცისფრად მონიშნულია დასახლებული პუნქტები, სადაც უკვე შევიდნენ უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსები“, - წერს ბატიაშვილი.