თეგებით ძიება

„ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა საერთოდ ყველაფერზე ხელი აიღო - თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის თქმით, მას აქვს განცდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერზე ხელი აიღო. ამის შესახებ ხიდაშელმა  „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„არ შემიძლია დავადასტურო ბათუმი - ნოვოროსიისკის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვა, მაგრამ ერთი წამით არ გამიკვირდება, რომ ხვალ და ზეგ ეს დოკუმენტურად დადასტურდეს. სწორედ ამგვარი განცხადებების და ინფორმაციების ლეგიტიმაციას ქმნის საქართველოს ხელისუფლების ყოველდღიური ქმედებები და განცხადებები. იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აკეთებენ ამას, მაქვს განცდა, რომ საერთოდ ხელი აიღო „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერზე, რაც ამ ქვეყანას ცივილიზებულ სამყაროსთან აკავშირებდა. ქვეყანამ, სავარაუდოდ, დაკარგა იმედი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში რაიმე პროგრესი შესაძლებელია, ამიტომ ახლა ძალაუფლების შენარჩუნების გარდა ორიენტირი არ აქვთ, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის რაც დასჭირდებათ, ყველაფერს გააკეთებენ. ამ გზაზე ყოველთვის ყველა ხელისუფლება უშვებს შეცდომას. ძალაუფლების შენარჩუნების ბერკეტებსა და ინსტრუმენტებს ისინი სულ სხვაგვარად ხედავენ ხოლმე, ვიდრე საზოგადოება“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა