თეგებით ძიება

ვინ არის ტაქსის მძღოლი, რომელიც თბილისიდან გაიტაცეს და მოკლეს? - ახალი დეტალები

სასტიკი შემთხვევა მარნეულში - ტაქსის მძღოლი ჯერ თბილისიდან გაიტაცეს, შემდეგ კი მოკლეს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, მოკლული 53 წლის შოთა ლორია არის, რომელიც ორმა პირმა მოკლა. 

არსებული ინფორმაციით, ტაქსის მძღოლი, მდინარე ხრამის სანაპიროზე მიიყვანეს, მოკლეს და სანაპოროზე დამარხეს, მანქანა კი დაშალეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულ კაცს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

პოლიციამ ორივე ბრალდებული უკვე დააკავა. მათ შორის ერთ-ერთი, არასრულწლოვანია

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა