თეგებით ძიება

დიდი აქცია დაიკიდება საკიდზე, სერიოზულად ვემზადებით - თაკო ჩარკვიანი

პარტიის „კანონი და სამართალი" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა კიდევ ერთი აქცია დააანონსა. როგორც მან „პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს და სერიოზული მზადებაა.

„მიმართულება ხელისუფლებაზე უნდა იყოს. ისინი ვინმეს კიდევ ჩამოიყვანენ. ბატონებო, ტურისტები კი არ იყვნენ ჩამოსულები, ჩამოსული იყო ლავროვი, ოჯახით. ეს არის აქ მთელი ამბავი. პრაქტიკულად პუტინი იყო ჩამოსული და ამიტომ შეშფოთდა საზოგადოება. ქსენოფობიაზე სისულელეა ლაპარაკი. როდესაც ასეთი მწირი განათლება გაქვს, ქართულ ლიტერატურას უნდა გადახედოს. სხვათა შორის, ყაზბეგი არავისზე ნაკლები მწერალი არ არის. ყაზბეგს ვაჟა-ფშაველას კორიფეებთან ვაყენებ და ვურჩევდი [ირაკლი კობახიძეს] ყაზბეგსაც გადახედოს და ვაჟასაც კარგად გადახედოს. ადამიანის უფლებები შეუძლია ისწავლოს ყაზბეგთანაც და ვაჟასთანაც. ნიცშეზე არანაკლები ფილოსოფოსი გვყავს ვაჟა-ფშაველას სახით. თუ კარგად წაიკითხავს „კაი ყმას", მაშინ ეს მისთვის აღმოჩნდება გზამკვლელი, მაგრამ ეტყობა უკვე დაგვიანებულია.

საკიდზე მსხვილი აქცია, რომ დაიკიდება ეს ფაქტია. რა ფორმა მოჰყვება, უკვე მეორე დღე გვაჩვენებს. კონსულტაცია მიმდინარეობს და სერიოზულად ვემზადებით.

არაფერი დარჩა. არ დარჩა სასამართლო ინსტიტუცია... კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს. საქართველო რუსეთის იმპერიისთვის ხელმისაწვდომი ბოსტანი იყო. კარგი სამზარეულო და სიმღერები გაქვს... ისევ ბოსტნად უნდათ. ეს არის უბედურება", - განაცხადა ჩარკვიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა