თეგებით ძიება

"აიძულებდნენ, დაჟანგული "ლიმონკის" ქონა შენს თავზე აიღეო!" - რას წერს ეკა კვესიტაძე 72 წლის ბიძაზე, რომელიც დააკავეს?

ჟურნალისტი, ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში ბიძამისის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ მას ხელყუმბარის ფლობის არიარებას სთხოვდნენ.

"გამოუშვეს. აიძულებდნენ დაჟანგული, "ლიმონკის" ქონა შენს თავზე აიღეო! რასაკვირველია, არ აიღო. ასეთი არაფერი გამიგია! დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის. პ.ს. ესეც უნდა დავწერო. რომ ვერაფრით დაარწმუნეს, ეუბნებოდნენ -  მაშინ თქვი, რომ მამაშენისააო. კიდევ კარგი  ბაბუაჩემი ამ ამბავს ვერ მოესწრო", - წერს კვესიტაძე.

შეგახსენებთ, რომ 22 მაისს ეკა კვესიტაძემ დაწერა, რომ 72 წლის ბიძა, რომელიც სოციალურად დაუცველია, დააკავეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა