"თუ არ გწამს იმის, რასაც აკეთებ, ისიც იფიქრებს, რომ შენ მისი გამკეთებელი არ ხარ. განწყობა პროფესიონალიზმის საფუძველია" - გია მურღულია
ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში პროფესიონალიზმის საფუძვლად განწყობას ასახელებს.
"თუ არ გწამს იმის, რასაც აკეთებ, ისიც იფიქრებს, რომ შენ მისი გამკეთებელი არ ხარ.
განწყობა პროფესიონალიზმის საფუძველია.
ნამდვილად თუ გწამს, უთხარი მთას რომ ზღვაში ჩავარდეს და ის ჩავარდება.
ხომ გახსოვთ, ვინ თქვა ეს (მარკოზის სახარება, 11,22-23)?
ჰოდა, მას დაეჯერება", - წერს მურღულია.