თეგებით ძიება

ზელენსკი ფრონტის ხაზზე ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ხაზზე, ვუგლედარში, მარინკას თავდაცვის ზონაში ჩავიდა.

 "დღეს აქ ვარ, რათა მივულოცო ჩვენს ჯარისკაცებს შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითთა ​​დღე. დიდება ყველას, ვინც იცავს უკრაინას!", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

პრეზიდენტმა უკრაინელ სამხედროებს სამშობლოს დაცვისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და მედლებით დააჯილდოვა. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინა 1 წელზე მეტია რუსეთთან ფართომასშტაბიან ომშია ჩართული, მას სემდეგ, რაც პუტინის გადაწყვეტილებით რუსული ჯარი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა