10 000 ბავშვი აუცრელია, წითელას ვაქცინაციასთან დაკავშირებით ძალიან მძიმე მდგომარეობაა - ივანე ჩხაიძე
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, 5 წლის ასაკის მოსახლეობაში ჩუტყვავილის ვაქცინით 10 ათასი აუცრელი ბავშვია.
მედიკოსი ინფიცირებულთა ზრდას და ფატალური შემთხვევების დაფიქსირებასაც არ გამორიცხავს.
ბავშვებში ინფიცირების მასშტაბი გაიზარდოს და გარდაცვალების შემთხვევაც იყოს.
„ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს მეორე ვაქცინით მოცვასთან დაკავშირებით, 78%-ია მეორე ვაქცინაციის მაჩვენებელი. ციფრობრივად, ეს არის 10 000 აუცრელი ბავშვი ქვეყანაში. ანუ, 5 წლის ასაკის მოსახლეობაში 10 ათასი აუცრელი ბავშვია. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ამ ბავშვების მშობლებმა სწრაფად არ გაიაზრეს, თუ რა რისკი შეიძლება მოჰყვეს ამას, 10 ათასი არავაქცინირებული ბავშვი დაგვიბრუნდება მძიმე გართულებად, ენცეფალიტად, ფილტვების ანთებად. სერიოზული შემთხვევების რისკი ძალიან მაღალია.
ზოგი ფიქრობს, რომ რადგან ბავშვი არ მივიყვანე იანვარში, როდესაც მეორე დოზა სჭირდებოდა, დავაგვიანე. ნებისმიერ შემთხვევაში მიმართოს ვაქცინაციის კაბინეტს, ვისაც გაკეთებული არ აქვს“, - განაცხადა ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში.
მისივე თქმით, იანვრ-აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში ჩუტყვავილას 3118 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
„ჩვენ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში ჩუტყვავილას შემთხვევების მხრივ გვქონდა 2018 წელს. 10196 შემთხვევა დაფიქსირდა მაშინ, როდესაც სტანდარტულად, 3-4 ათასი შემთხვევა ფიქსირდებოდა. 2018 წელს იყო შემხვევების სერიოზული მატება. წინა წელს იყო სულ 2600 შემთხვევა ქვეყანაში, მაგრამ წელს გვაქვს ასევე აფეთქება. 4 თვეში, იანვრიდან დაწყებული აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში გვქონდა 3118 დადასტურებული შემთხვევა. შესაბამისად, თუ ეს ტენდენციაც გაგრძელდა, 2023 წელიც იქნება ამ მხრივ გამორჩეული და ალბათ, ათიათასამდე შემთხვევა გვექნება წლის განმავლობაში. 2018 წლის შემდეგ, წელს არის ისე პერიოდი, როდესაც შემთხვევების მკვეთრი მატება გვაქვს. 2-3-ჯერ მეტი, ვიდრე სხვა წლებში აღინიშნება“, - განაცხადა ჩხაიძემ.