თეგებით ძიება

თბილისში 21 წლის ბიჭი მოკლეს - რა ინფორმაცია ვრცელდება?

თბილისში 21 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით გარდაცვლილის თანატოლი  დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებული და მოკლული სოციალურ ქსელში დაწყებული უთანხმოების გარკვევის მიზნით ერთმანეთს დიდუბეში შეხვდნენ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კი ცივი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

"რუსთავი2"-ის ინფორმაციით, მძიმე დანაშაული წერეთლის გამზირზე, 140 ნომერთან, ერთ-ერთი დიდი სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. სიტყვიერი კამათი მალევე გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში და სწორედ ამ დროს, 21 წლის მამაკაცმა გამოიყენა ცივი იარაღი და არაერთი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანატოლს.

თვითმხილველები ამბობენ, რომ მკვლელობა დღის მეორე ნახევარში მოხდა. მათ დაინახეს მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა, რომელმაც ადგილზე დაკარგა გონება. მიუხედავად იმისა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა, მამაკაცი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. თვითმხილველები ამბობენ იმასაც, რომ შელაპარაკება დიდხანს არ გრძელდებოდა.

დამნაშავე მიიმალა, თუმცა პოლიციამ მისი დაკავება ცხელ კვალზე შეძლო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 21 წლის მამაკაცს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა