პრეზიდენტმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცხრა მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო ოთხ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
შეწყალებულთა შორის ოთხი მსჯავრდებული ქალია.