თეგებით ძიება

სოხუმში თურქეთის მოქალაქე მოკლეს - დაჭრილია 12 წლის ბავშვი

სოხუმის ცენტრში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული თურქეთის მოქალაქეა.

სროლის დროს შემთხვევით გამვლელი, 12 წლის მოზარდი ფეხში დაიჭრა. მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მკვლელობა სახაროვის და არძინბას ქუჩების კვეთაზე მოხდა. 

ინფორმაცია სააგენტო Apsnypress-ს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა, რადა სანგულიამ დაუდასტურა.

მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ, გარემოებები ზუსტდება.

აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა