შუქი გაითიშება - ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" გაფრთხილება
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ აფრთხილებს.
კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 მაისს 10:00-დან 17:00 საათამდე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გველეთი, დარიალი და ლარსი აბონენტებს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ.
11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს ზაჰესში, ავჭალის, პლატინის, შოთაძის ქუჩებზე, მეფუტკრეობისა და მიმდებარე ტერიტორიებზე, ავჭალასა და მუხათგვერდში.
11:00-დან 19:30 საათამდე დენი, ასევე, გაითიშება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: საგურამო, ახალსოფელი, წიწამური.
11:00-დან 11:30 საათამდე და 19:00-დან 19:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს ქ. მცხეთაში აღმაშენებლის ქუჩაზე, ჯიღაურაში, საგურამოში გაზის დასახლებაში და მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო 11:00-დან 12:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ნატახტარი, მისაქციელი, წეროვანი.
16:00-დან 18:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება დუშეთის რაიონის სოფლებს: ბიჩნიგაურები, ქვემო არანისი, არანისი, ჟინვალი, მღვიმე, არაგვისპირი.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში