ტრამპი პრეზიდენტი გახდება - ვიქტორ ორბანი
უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში თქვა.
კითხვაზე, აქვს თუ არა უნგრეთის პრემიერმინისტრს იმედი, რომ ტრამპი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, ორბანმა თქვა: “იმედი მაქვს”.
ამავდროულად, უნგრეთის პრემიერმინისტრმა უარი თქვა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პირდაპირ კრიტიკაზე. მან აშშ-ის დემოკრატები ზოგადად გააკრიტიკა.
“ჩვენ ეს არ მოგვწონს. ჩვენ გვაქვს ჩვენი კულტურა, კულტურა განსაზღვრავს როგორ ვიცხოვროთ. ამიტომ, ნუ ჩაერევით, ნუ გვასწავლით, ნუ გვეუბნებით – რა არის კარგი და ცუდი. ჩვენ ეს არ მოგვწონს. და დონალდ ტრამპსაც ესმის ეს. ეს მნიშვნელოვანია“, – დასძინა მან.