თეგებით ძიება
23. 05. 2023 მსოფლიო

თუ პუტინი მოლდოვაში ჩავა მას დააკავებენ - მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მოლდოვაში ჩავა, მოლდოვა შეასრულებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მას დააპატიმრებს. ამის შესახებ სანდუმ Euronews Romania-სთან ინტერვიუში განაცხადა.

სანდუმ ასე უპასუხა კითხვას, დააპატიმრებენ თუ არა პუტინს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის საფუძველზე, თუ იგი მოლდოვაში ჩავიდოდა.

„დიახ, მოლდოვის რესპუბლიკამ ხელი მოაწერა შეთანხმებას სისხლის სამართლის სასამართლოს შესახებ და მოლდოვა პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა სანდუმ.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავებაზე ორდერი გამოსცა. პუტინთან ერთად ორდერი გამოიცა მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა