„მე რომ საქართველოს ასი ათასი მოქალაქე ვიყო...“ - რას წერს გოგა ხაჩიძე?
“გირჩის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს.
„მე რომ საქართველოს ასი ათასი მოქალაქე ვიყო, დღესვე გავიდოდი რუსთაველზე და ერთ კვირის თავზე, იქით სამშაბათამდე, რიგგარეშე არჩევნებს დავანიშნინებდი, შემოდგომაზე, ბუნებრივი ბარიერით.
(გზებს ვიპოვიდი, ვაიძულებდი)
ამასთან ერთად, მე რომ საქართველოს ასი ათასი მოქალაქე ვიყო, ცესკოს ახალ თავმჯდომარეს დავანიშნინებდი, საზოგადოებისთვის ცნობად და სანდო პიროვნებას,
ასევე – სუს-ის ახალ უფროსს, რომელიც არჩევნების ჩატარებამდე და სუს-ის გაუქმებამდე, სისტემას მოთოკავდა და არ მისცემდა ჩარევის საშუალებას (გზებს ვიპოვიდი, ვაიძულებდი)
მე რომ საქართველოს ასი ათასი მოქალაქე ვიყო, მინიმუმ ამას ვიზამდი დაუყოვნებლივ.” - წერს ხაჩიძე.