ცხენის ცემისთვის ქართველი კაცი 5000 ევროთი დააჯარიმეს - რა მოხდა საბერძნეთში?
საბერძნეთში, კრეტაზე, 50 წლის ქართველი კაცი ცხენის ცემის გამო დააჯარიმეს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცი თავის ცხენს სარწყავი შლანგით სცემდა. მათივე ცნობით, ცხენზე ის სისტემატურად ძალადობდა.
ადგილობრივებმა ცხენზე ძალადობის დროს კაცს ვიდეო გადაუღეს და პოლიციაში უჩივლეს. პოლიციამ კაცი 5000 ევროთი დააჯარიმა.