მკვლელობა კახეთში - კაცმა ქონების გამო მეგობარი ქალი მოკლა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 50 წლის ქალი მოკლეს. ქალი უზბეკეთის მოქალაქეა.
გვამი მდინარე იორთან იპოვეს. მას სავარაუდოდ ბლაგვი საგნით აქვს დაზიანებები თავის არეში მიყენებული.
ადგილობრივების თქმით, ის წლებია საქართველოში მეგობარ ქართველ მამაკაცთან ერთად ცხოვრობდა. ერთ-ერთი ვერსიით ქალი მეგობარმა მამაკაცმა ქონების დაუფლების მიზნით გაიმეტა სასიკვდილოდ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. სავარაუდო დამნაშავე 60 წლამდე ასაკის კაცი კახეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს