არ ვაპირებ სიკვდილს, თქვენ ჩემთან ერთად დაიტანჯებით - რას აცხადებს ლუკაშენკო?
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ის ავადმყოფობის გამო საზოგადოებაში არ ჩნდებოდა, მაგრამ სიკვდილს არ აპირებს.
"ადენოვირუსი თუ რა იყო? ადენოვირუს... არაფერი მსგავსი... მაგრამ რაკი არ მქონდა საშუალება მემკურნალა... დამიგროვდა ეს ყველაფერი. ამიტომ არ ვაპირებ სიკვდილს ბიჭებო, თქვენ ჩემთან ერთად დაიტანჯებით ძალიან დიდი ხნის განმავლობაში", - განაცხადა ლუკაშენკომ.
შეგახსენებთ, რომ 9 მაისს ლუკაშენკო მოსკოვში აღლუმზე იმყოფებოდა, მაგრამ ის მალევე დაბრუნდა მინსკში. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ცუდად გახდა.