თეგებით ძიება
23. 05. 2023 მსოფლიო

სლოვენიის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

სლოვენიის პარლამენტმა მიიღო დეკლარაცია, რომელიც 1932-1933 წლების ჰოლოდომორს უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებს. ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში ვრცელდება.

დეკლარაციაში პარლამენტარები გმობენ "გენოციდულ აქტებს, რომლებმაც გამოიწვია მილიონობით უკრაინელის სიკვდილი და დიდი ზიანი მიაყენა უკრაინული საზოგადოების საფუძვლებს". 

დოკუმენტი ასევე გმობს და უარყოფს ჰოლოდომორთან დაკავშირებულ, "ისტორიული ფაქტების დამახინჯების მცდელობებს".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა