თეგებით ძიება

"ღირსება ავტობუსი არ არის, რომ დააგვიანოს - ან დროულად და საჭირო ადგილას გაქვს, ან საერთოდ უმისოდ ცხოვრობ" - გია მურღულია

ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში ღირსების საკითხს ეხება და წერს, რომ ყოველი დღე ღირსებისაა.

"ღირსება ავტობუსი არ არის, რომ დააგვიანოს - ან დროულად და საჭირო ადგილას გაქვს, ან საერთოდ უმისოდ ცხოვრობ.

ვერავის მოხიბლავთ ფრაზით:

"დამელოდეთ, მალე კარგად მოქცევის შესაძლებლობა მექნება".

საქციელის სიმართლე თუ სინათლე ისევე უნდა მუდმივად თან გახლდეს, როგორც საკუთარი მზერა და გულისცემა.

ყოველი დღე ღირსებისაა, ღირსება - სიყვარულის, სიყვარული - ადამიანის და ადამიანი - ღმერთის.

ახლაც ასეთი დღე გაგვითენდა ყველას და ეს მშვენიერი დღეა - ის მხოლოდ ჩვენ გარეთ კი არა, ჩვენშიც თენდება.

დილა მშვიდობის, ქართველებო!", - წერს მურღულია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა