თეგებით ძიება

რა იწვევს სიმსუქნეს და როგორ უნდა ებრძოლოთ ჭარბ წონას? - ახალი კვლევის შედეგები

მსოფლიოს მასშტაბით, ჭარბი წონა ბევრ ადამიანს აწუხებს და ხშირად დასმული კითხვაა: რა იწვევს სიმსუქნეს?!

კვლევის თანახმად, ჭარბწონიანობას ხელს ნაწლავებიდან ტოქსიკური ნივთიერებების გაჟონვაც შეიძლება უწყობდეს. შესაძლოა, ახალი მიგნებები სამომავლოდ წონის რეგულირებაში დაგვეხმაროს. ნაშრომი ჟურნალში BMC Medicine გამოქვეყნდა.

ამ შემთხვევაში ნაშრომის ავტორებს სურდათ გამოეკვლიათ, თუ რა გავლენა აქვს ენდოტოქსინებს ცხიმოვან უჯრედებზე, ანუ ადიპოციტებზე, ადამიანებში. დაადგინეს, რომ აღნიშნული ტოქსინები ცხიმის დაგროვების მაკონტროლებელ პროცესებზე ზემოქმედებს.

კვლევა 156 ცდისპირზე ჩატარდა. აქედან 63 სიმსუქნით დაავადებული იყო, 26-ს კი ბარიარტრიული ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული. მეცნიერებმა თეთრი და ყავისფერი ცხიმოვანი უჯრედები შეისწავლეს.

ამ ორს შორის განსხვავება ისაა, რომ თეთრი ადიპოციტები მეტ ლიპიდს ინახავს, ყავისფრები კი - ცხიმს ენერგიად გარდაქმნის. დადგენილია, რომ ენდოტოქსინები თეთრი ცხიმოვანი უჯრედების ყავისფრის მსგავს უჯრედებად გადაქცევას აფერხებს, რაც ცხიმის წვასაც უშლის ხელს.

საგულისხმოა ისიც, რომ, მიგნებების თანახმად, სიმსუქნით დაავადებულებში ნაწლავებიდან ენდოტოქსინები უფრო მარტივად იპარება, რაც ცხიმოვანი უჯრედების ფუნქციონირებას დამატებით აფერხებს.

ავტორები აღნიშნავენ, რომ ბარიარტრიული ოპერაცია ორგანიზმში ენდოტოქსინებს ამცირებს, რაც ცხიმოვანი უჯრედების ფუნქციონირებას უწყობს ხელს. ეს წონის კონტროლის მხრივ ამ მეთოდის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

მსოფლიოში ჭარბი წონის პრობლემა დღითი დღე უფრო აქტუალური ხდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, წონის რეგულაციასთან დაკავშირებული ყველა ფაქტორი გავითვალისწინოთ, რათა საპასუხოდ მოქმედება შევძლოთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა