თეგებით ძიება

საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა - Freedom House

Freedom House-ი 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 34%-მდე შემცირდა.

დემოკრატიის ქულამ 3,07-დან 3,04-მდე დაიწია. საქართველო ისევ ჰიბრიდული რეჟიმების მქონე ქვეყნების კატეგორიაშია.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიას ყურადღებით აკვირდებოდნენ 2022 წელს, როდესაც ქვეყანამ  ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ გადადგა ნაბიჯი, თუმცა სტრუქტურული პრობლემები სასამართლოს დამოუკიდებლობაში, მედიის თავისუფლებასა და მრავალპარტიულ მმართველობაში, ძირითადად გადაუჭრელი დარჩა, რაც ხელს უშლის ქვეყანაში დემოკრატიულ განვითარებას და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებს.

ამავე ანგარიშით, 2023 წელს დამოუკიდებელი მედიის რეიტინგი 3.50 -დან 3.25 ქულამდე შემცირდა, რაც ძირითადად, ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროებისა და ძალადობითაა გამოწვეული. ანგარიშში მოყვანილია ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავება და გასამართლება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა