უკრაინა შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს და არა 7 იანვარს - შეთანხმება მიღწეულია
უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია კიევის ეპისკოპოსთა საბჭოზე ახალ საეკლესიო კალენდარზე გადასვლაზე შეთანხმდა, რომლის მიხედვით, უკრაინა შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს და არა 7 იანვარს.
zn.ua-ს ინფორმაციით, ახალი კალენდარი 1-ელი სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს.
ცვლილებების მიხედვით, ასევე შეიცვლება სხვა დღესასწაულების თარიღებიც. მაგალითად, ნათლისღება 19-ის ნაცვლად აღინიშნება 6 იანვარს.
საბოლოო გადაწყვეტილება სინოდმა 27 ივლისს უნდა დაამტკიცოს.