ჩემი წივილი ყველას ესმოდა - გლდანში, მეცხრე სართულიდან ლიფტი მოწყდა, რომელშიც გოგო ქმარ-შვილთან ერთად იმყოფებოდა
თბილისში, გლდანში მცხოვრები, თამო ჩოჩნიძე აცხადებს, რომ კორპუსში ლიფტი მოწყდა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
„დღეს სიკვდილს ჩავხედე თვალებში ჩემი ერთი წლის შვილთან და მეუღლესთან ერთად, მესამე მიკროს 11 კორპუსის მე-4 სადარბაზოში მეცხრე სართულიდან ლიფტი მოწყდა და შახტაში ჩავარდა, გული თუ არ გაგვისკდებოდა არ მეგონა.
ჩემი წივილი ყველას ესმოდა, არ ვიცი ლიფტში კიდევ როდის დავჯდები და ამ შიშს როდის გადავლახავ. სანამ ვინმეს იმსხვერპლებს იქნებ მოგვიგვაროთ ეს პრობლემა“,- წერს თამო ჩოჩნიძე.
წყარო: primetime.ge