თეგებით ძიება

რომელ დასახლებებს შეუწყდება ელექტროენერგია? - ენერგო-პრო ჯორჯია" აბონენტებს აფრთხილებს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 25 მაისს 07:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბიჩნიგაურები, ქვემო არანისი, არანისი, ჟინვალი, მღვიმე, არაგვისპირი. 12:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ახალუბანი, მისაქციელი, სელექცია, ნატახტარი, წილკანი.

10:00-დან 17:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გველეთი, დარიალი, ლარსი.

11:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს სოფლებში: წოდორეთი, მსხალდიდი, ლისი, ზემო ლისი, ბევრეთი, ქვემო ლისი, ტაბარუკი, ვარდისწყარო.

11:30-დან 19:00 საათამდე, დენი გაითიშება სოფლებში: ახალუბანი, მისაქციელი, სელექცია, ნატახტარი, წილკანი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აცხადებენ კომპანიაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა