თეგებით ძიება

ბათუმის ტრაგედიისას დაზარალებული ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო

ბათუმის ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ავრცელებს.

„მძიმე ტრაგედია გამოდგა როგორც ჩემთვის, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ტრაგედიის მომსწრე იყო. უნდა გავაგრძელოთ ამ ტრაგედიის მიუხედავად წინ სიარული.

იმედი მაქვს, რომ თითოეული ოჯახი ახალ სახლში მშვიდად გააგრძელებს ცხოვრებას. ბედნიერებას გისურვებთ მთელი გულით", - წერს თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 2021 წლის 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე 7-სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოიშალა. ნგრევის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი.

კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე სამი პირია დაკავებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა