მთავრობის და ზოგიერთი პარლამენტარის რეაქცია, რუსეთთან ფრენების აღდგენაზე, ნატოსთვის შემაშფოთებელია – ხავიერ კოლომინა
ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან, საქართველოსთან ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებაზე, საქართველოს ხელისუფლების რეაქციამ ნატოში შეშფოთება გამოიწვია.
“არსებობს რეფორმები, რომლებიც უნდა განახორციელოს საქართველომ და არის ასევე შეშფოთების დონე რეფორმების რიტმზე, მის შინაარსზე, როგორც უკვე ვახსენე უცხოელი აგენტების კანონი, გადაწყვეტილებების მიღებაზე რეაქციებზე, რომლებსაც ვხედავდით ბოლო დღეებში, მას შემდეგ, რაც ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო რუსეთის მხრიდან, აღდგენილიყო ფრენები საქართველოსთან. რეაქცია, რომელსაც ჩვენ ვკითხულობდით და ვხედავდით, ესეც შეშფოთებას წარმოადგენს ჩვენთვის და მე გადავეცი გზავნილი თქვენს ხელისუფლებას და ვიცით, რომ ცალმხრივი გადაწყვეტილება მოსკოვის მხრიდან იქნა განხორციელებული, საქართველოს რეაქცია ამ გადაწყვეტილებაზე რა იყო? იმ დროს, როდესაც ჩვენ გვწამს, რომ ყველა უნდა ვუჭერდეთ მხარს უკრაინას, რამდენადაც შეგვიძლია, ასეთი ტიპის რეაქციამ შეიძლება თავისებურად ჩრდილი მიაყენოს იმას, რომ რუსეთი ცდილობს სანქციებს თავი დააღწიოს. ჩვენ ნათელი პოზიცია უნდა გვეჭიროს, ყველანი უნდა ვიდგეთ უკრაინის გვერდით და რეაქცია რასაც ვეცნობოდით, არის შეშფოთების საგანი ჩვენთვის და გადავეცით ეს გზავნილი თქვენს ხელისუფლებას…
ჩვენ არ მოგვწონს მოსკოვის გადაწყვეტილება, მაგრამ, ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება, შეშფოთება უფერო ეხება იმ რეაგირებას, რომელიც მოვისმინეთ პარლამენტის ზოგიერთი წევრის მხრიდან და მთავრობის წევრის მხრიდან”, – ამბობს კოლომინა.