თეგებით ძიება
24. 05. 2023 მსოფლიო

დარწმუნებული ვარ, ერთად მივაღწევთ უფრო სამართლიანი, მრავალპოლარული სამყაროს ჩამოყალიბებას - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ რუსეთი, სხვა ქვეყნებთან ერთად, აუცილებლად მიაღწევს სამართლიან მსოფლიო წესრიგს, ხოლო მოდელი, რომლის მიხედვითაც ზოგიერთი ქვეყანა სხვის ხარჯზე ვითარდება, წარსულს ჩაჰბარდება. ამის შესახებ პუტინმა უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, ერთად მივაღწევთ უფრო სამართლიანი, მრავალპოლარული სამყაროს ჩამოყალიბებას, ხოლო ექსკლუზიურობის იდეოლოგია, ისევე როგორც ნეოკოლონიალური სისტემა, რომელიც ემყარება მთელი მსოფლიოს რესურსების ექსპლუატაციას, წარსულს ჩაჰბარდება.

ძალიან ვაფასებთ ფაქტს, რომ რუსეთს ჰყავს მრავალი მოკავშირე და პარტნიორი სხვადასხვა რეგიონსა და კონტინენტზე. გულწრფელად ვაფასებთ ჩვენს ისტორიულად ძლიერ, მეგობრულ და ჭეშმარიტ ნდობაზე დაფუძნებულ კავშირებს აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან და ამას გავაგრძელებთ. ჩვენ მათი გაძლიერება შეგვიძლია“, – განაცხადა პუტინმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა