თეგებით ძიება

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამაზრზენი განცხადება გააკეთა...“ - ალექსეი გონჩარენკო

უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში სტატუსს ქართულ ენაზე აქვეყნებს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარში გამართულ ფორუმზე ამაზრზენი განცხადება გააკეთა.

მას არ სურს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. თითქოს ევროკავშირი რუსეთთან ვაჭრობას განაგრძობს (სინამდვილეში კი ბრუნვა იკლებს) და ეს არის ერთგვარი მიზეზი იმისა, რომ საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობა უნდა გაზარდოს.

და, რა თქმა უნდა, მან ისევ დაადანაშაულა „უკრაინელი პოლიტიკოსები“ „საქართველოს კონფლიქტში ჩათრევის“ მცდელობაში.

ირაკლი, შენი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენიც. მაგრამ ჩვენ ვიბრძვით ამის გამოსასწორებლად. შენ კი შენს ქვეყანას რუსეთის ფედერაციისკენ და მთლიანი ოკუპაციისკენ ექაჩები.

რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ ვაჭრობაზე ვსაუბრობთ. ირაკლი სხეულს ყიდის რუსეთის საელჩოში და უნდა, მთელმა საქართველომ იგივე გააკეთოს“, – წერს გონჩარენკო სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა:„საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, ჩვენ ზიანს მივაყენებთ ჩვენს ხალხს თუ რუსეთს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა