„იდეოლოგია ათაყვანებს და ადამიანის გონებას აბნელებს, თავად ადამიანს კი უკიდურეს გარეწრად და გაუნათლებელ ადამიანებად აქცევს!“ – დემურ გიორხელიძე
ეკონომიკის ექსპერტი, დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ფოტოს აქვეყნებს და წერს.
„ქართველების რაღაც საკმაო ნაწილის გონებაგამრუდების საუკეთესო უახლესი მტკიცებულება: თბილისში ათასობით მექრთამე გახრწნილ არარაობას უყურებთ, – მათ შორის, ცნობილ ბიზნესმენებს, რომლებსაც თუ რაიმე აქვთ, ხელისულების წყალობით აქვთ, რადგან მათ ვინც ქონება და ფული “აშოვნინა”, ამათზე ნაკლები გაფუჭებულები არ იყვნენ! ჰოდა, ამ არარაობა ხალხის არც სასახლეები, არც მანქანები, არც ბინები და ჩაცმულობა არ გიკვირთ და ხვიჩა კვარაცხელიას, – 2022-2023 წლების ნაღდად რომ მსოფლიო მოვლენისა და დონის სპორტსმენის გუჩის უახლესი მაისური გიკვირთ, 1 800 დოლარიანი?!
დათვალეთ მისი ოფიციალური ხელფასი და ა.შ. დათვალეთ, რამდენი მილიონი მოუტანა მან მის დამქირავებლებს, – მერე თქვენი გარეწარი შობელძაღლები, მაგრამ მაინც და მაინც “თქვენი შობელძაღლები” კიდევ ერთხელ ნახეთ და ერთი ადგილი დააყენეთ, თუმცა, გაგიჭირდებათ: იდეოლოგია ათაყვანებს და ადამიანის გონებას აბნელებს, თავად ადამიანს კი უკიდურეს გარეწრად და გაუნათლებელ ადამიანებად აქცევს!“ - წერს გიორხელიძე.