თეგებით ძიება
24. 05. 2023 მსოფლიო

რუსულმა ძალებმა სუმის ოლქში საბავშვო ბაღი დაბომბეს

სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა ძალებმა სუმის ოლქში საბავშვო ბაღი დაბომბეს.

"დღეს მტერმა საჰაერო დარტყმა განახორციელა ველიკა პისარივკას თემის ტერიტორიაზე - ერთი სარაკეტო აფეთქება. წინასწარი მონაცემებით - მსხვერპლისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების გარეშე", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა