თეგებით ძიება

„სამი თვე ითმინა მასწავლებლისგან ჩაგვრა. ბოლოს ოჯახის წევრებს სთხოვა დახმარება...“ - რას წერს ზურა ბაუჟაძე?

ჟურნალისტი, ზურა ბაუჟაძე სკოლაში ბავშვის ბულინგის შესახებ წერს.

„ყველაფერს ნუ მათქმებინებთ რაა...

ბავშვს ჰქონდა მეტყველების პრობლემა (ნაწილობრივ ახლაც აქვს).

არის უაღრესად თბილი, კეთილი. ძალიან კარგად აღზრდილი.

სამი თვე ითმინა მასწავლებლისგან ჩაგვრა. ბოლოს ოჯახის წევრებს სთხოვა დახმარება, მაგრამ არ დაუჯერეს (მანამდე მასწავლებელი კარგად ეპყრობოდა, იმდენად კარგად რომ ვერ დაიჯერეს ოჯახში დამოკიდებულების შეცვლა).

იანვრის მეორე ნახევრის შემდეგ დაიწყო ბავშვის ბულინგი.

ამიტომაც ბავშვი იძულებული გახდა ტელეფონით ჩაეწერა მასწავლებლის დამოკიდებულების ამსახველი დიალოგი (არვიცი რა ვუწოდო).

ბავშვის დედამ მიმართა სკოლას. დირექტორმა იცრუა, რომ არ იცოდა. 

გასაღები რომ დააგდო კორიდორში და გაიქცა სკოლიდან, აღარ ახსოვს დირექტორს რისთვის გარბოდა?

დანარჩენი უკვე იცით.

ბავშვმა რამხელა სტრესი მიიღო. ამაზე ვინ ფიქრობს? მის სულს ეს არ დაეტყობა?“ - წერს ჟურნალისტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა