თეგებით ძიება

გრიგოლეთში 100-წლოვან ნაძვებს ჭრიან - რა ხდება გურიაში?

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთში, ე.წ. ბახმაროს დასახლებაში 100-წლოვან ნაძვებს ჭრიან. ამის შესახებ ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს.

„ჭრიან 100-წლოვან ნაძვნარს… იქნებ შეაჩერონ ეს პროცესი. იმედია, დაინტერესდებიან ამ ფაქტით ის ადამიანები, ვისაც ევალებათ ეკოლოგიის დაცვა. ორი დღეა მიმდინარეობს ხეების მოჭრა”, -  ამბობს “გურია ნიუსთან” ერთ-ერთი ადგილობრივი.

ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ადგილზე შეისწავლა აღნიშნული საკითხი და ხეები იჭრება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მესაკუთრეთა მიერ, რაც არ საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა