თეგებით ძიება

ეს ფაქტი თუ შედგა, ეს არის პოლიტიკური კორუფცია - რაზე საუბრობს ანა წითლიძე?

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე ამბობს, რომ თუ "ქართული ოცნება" დეკანოიძე-გოცირიძეს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საშუალებას მისცემს, ეს პოლიტიკური კორუფცია იქნება. ამის შესახებ წითლიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

"მე არავის არაფერს არ ვაბრალებ, მაგრამ ეს ფაქტი თუ შედგა, ეს არის პოლიტიკური კორუფცია. სხვა არაფერია პოლიტიკური კორუფცია თუ არაა ეს. "ქართული ოცნების" ინტერესში შედის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დაიშალოს და არ იყოს. "ნაციონალურ მოძრაობას" იმდენი გადაუტანია და იმდენი წასულა, ბატონ რომანს ეს გამოცდილება ძალიან კარგად უნდა ახსოვდეს, ჩემზე უკეთესად უნდა ახსოვდეს როგორ დაუსრულებიათ "ნაციონალური მოძრაობიდან" წასულებს და როგორ გადარჩენილა "ნაციონალური მოძრაობა". "ქართული ოცნების" გაცხადებული მიზანია, რომ ებრძვის "ნაციონალურ მოძრაობას", ფაქტია ისიც, რომ "ოცნება" ამ ფაქტით ახალისებს იმას, რომ ყველა ფრაქციას ექნება შესაძლებლობა 2-2 კაციანი ჯგუფები შექმნას, რაც პარლამენტში სრულ ბარდაგს გამოიწვევს", - განაცხადა ანა წითლიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა