თეგებით ძიება

ტინა ტერნერი გარდაიცვალა

ამერიკელი მომღერალი, მუსიკოსი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი და მსახიობი, ტინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ახლახან გავრცელდა.

თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ტინა ტერნერი არაერთხელ იქნა წოდებული "როკ-ენ-როლის დედოფლად".

მუსიკალურ კარიერასთან ერთად ტერნერი მონაწილეობდა ფილმებშიც. აღსანიშნავია მისი მონაწილეობა როკ-ოპერაში "ტომი" და მიუზიკლში "სერჟანტ პეპერის მარტოსული გულების კლუბის ბენდი". მაგრამ მის ყველაზე წარმატებულ კინოროლად ითვლება პერსონაჟი ფილმიდან შეშლილი მაქსი. ამ ფილმისათვის მის მიერ დაწერილი სიმღერა "We Don't Need Another Hero" ასევე დიდი წარმატებით სარგებლობდა.

ტინა ტერნერი დისკების გაყიდული ასლების რაოდენობა 200 მილიონს შეადგენს. სტატისტიკით, მან გაყიდა ბევრად მეტი საკონცერტო ბილეთი, ვიდრე სხვა სოლო-შემსრულებელმა მუსიკის ისტორიაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა