"მინდა, რომ აღარ დაჭირდეს ჩემს პატარა ქვეყანას არცერთი ბიჭის, არცერთი გოგოს შეწირვა, იმისათვის, რომ იყოს თავისუფალი“ - მაკა შალიკაშვილი (ვიდეო)
მსახიობმა, მაკა შალიკაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ ისაუბრა და მამა ადამ ახალაძის ლექსი "გიორგი ანწუხელიძის უკვდავება“ წაიკითხა.
"მე მინდა, რომ აღარ დაჭირდეს ჩემს პატარა ქვეყანას არცერთი ბიჭის, არცერთი გოგოს, არცერთი ქართველის და არაქართველის შეწირვა – იმისათვის, რომ იყოს თავისუფალი”, - განაცხადა მსახიობმა გადაცემა "პრაიმშოუს" ეთერში.