თეგებით ძიება

როგორ გამოიყურებოდა დედამიწაზე პირველი ცხოველი? - მეცნიერების ახალი აღმოჩენა

შესაძლოა, როდისმე დაგაინტერესათ, თუ როგორ გამოიყურებოდა დედამიწაზე პირველი ცხოველი...

როგორც ჩანს, დღეს მკვლევრები პასუხს მიუახლოვდნენ. 

ღრუბლები (Porifera) ამ მხრივ პირველობის კანდიდატები არიან. ეს მათი პრიმიტიული ანატომიისა და მარტივი ნერვული სისტემის გამო. თუმცა, ახლა მათ კონკურენტები გამოუჩნდნენ.

ახალი მონაცემებით, ეს სავარცხლურა მედუზაა (ქტენოფორები), რომლებიც, გარეგნული მსგავსების მიუხედავად, თანამედროვე მედუზების ძალიან შორეული ნათესავები არიან. საინტერესოა, რომ ამ მედუზებს უფრო კომპლექსური ნერვული სტრუქტურა ჰქონდათ. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ევოლუცია მხოლოდ პირდაპირ კომპლექსურობისკენ არ მიემართება.

„ყველა ცხოველის საერთო წინაპარი, ალბათ, 600 ან 700 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ძნელია იმის ცოდნა, ზუსტად როგორები იყვნენ ისინი, რადგან მათ რბილი სხეული გააჩნდათ. შესაბამისად, არ დატოვეს პირდაპირი ნამარხები. თუმცა, ჩვენ ეს დღევანდელი ცხოველების შედარებით შეგვიძლია გავიგოთ", -განმარტავს კალიფორნიის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგი და კვლევის ავტორი დანიელ როხსარი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა