თეგებით ძიება

თბილისში, წელს ცოფის 2 შემთხვევა გამოვლინდა - არსებობს პანიკის საფუძველი?

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის, გიორგი კობიაშვილის განცხადებით, წელს, თბილისში ცოფის 2 შემთხვევა გამოვლინდა.

კობიაშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას მიმართა, რომ საჭიროების შემთხვევაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიმართონ და ისინი სრულიად უსასყიდლოდ აცრიან ცხოველს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით.

„წელს, თბილისში ორი გამოვლენილი შემთხვევა გვაქვს. მაგალითად, 2022 წელს ჩვენს დედაქალაქში ცოფის არცერთი შემთხვევა არ იყო. მინიმუმამდე არის თბილისში, ცხოველებში ცოფის შემთხვევები გამოვლენილი“, - განაცხადა გიორგი კობიაშვილმა.

მისივე თქმით, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მეპატრონეებმა, რომლებსაც დაჰყავთ საკუთარი ცხოველი, მაგალითად სანადიროდ, სასურველია, ერთზე მეტჯერ აცრან ცოფის ვაქცინით.

მან ასევე განმარტა, თუ რა სიმპტომები ახასიათებს ცოფის დროს ძაღლს.

„შეიძლება ამ ძაღლს ყლაპვა გაუჭირდეს იმიტომ, რომ როდესაც ნერვულ სისტემაში გადადის ცოფის ვირუსი, ამის შემდეგ უკვე ხდება კუნთოვანი სისტემის დაზიანება. ასევე ჰალუცინაციებსაც იწვევს ცხოველებში და ყლაპვა ურთულდებათ, როგორც საკვების, ასევ წყლის. როდესაც შევნიშნავთ ცხოველს ისეთ ქცევას, რაც მისთვის არადამახასიათებელია, სასურველია, მაშინვე მივმართოთ ვეტერინარს“, - განაცხადა გიორგი კობიაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა